
ევროკავშირის განცხადება მედვედევის ვიზიტზე ცხინვალში
ევროკავშირმა განაცხადა 16 ივლისს, რომ იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ”არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და შეშფოთებას გამოთქვამს იმ შედეგებზე, რომელსაც ის ახდენს საერთაშორისო ძალისხმევით რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებაზე”.
”ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე ეწვია საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონს,” – ნათქვამია განცხადებაში. ”ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”.
მედვედევი ცხინვალს 13 ივლისს ეწვია, სადაც სეპარატისტ ლიდერთან ედუარდ კოკოითთან მოლაპარაკებები გამართა და აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა.
This post is also available in: English Русский