skip to content
ახალი ამბები

კარასინმა და ბერნსმა საქართველოზე იმსჯელეს

7 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა განიხილეს კონკრეტული ასპექტები იმ თემებისა, მათ შორის საქართველოზე, რაზეც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოსკოვში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრაზე იმსჯელეს.

”კონკრეტულ ჭრილში იქნა განხილული საქართველოს ირგვლივ არსებული სიტუაცია, მთიანი ყარაბაღის დარეგულირების წინსვლის პერსპექტივები და ასევე რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები დსთ-ს ქვეყნებთან,”- იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

უილიამ ბერნსი წარმოდგენილი იყო ამერიკულ დელეგაციაში, რომელიც თან ახლდა პრეზიდენტ ობამას 6-8 ივლისს მოსკოვში ვიზიტის დროს. 

ბარაქ ობამამ რუსეთის დედაქალაქში სტუმრობისას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას აღნიშნა რა, რომ საქართველოს საკითხზე ვაშინგტონი და მოსკოვი კვლავ ვერ თანხმდებიან, თუმცა ”ჩვენ ვთანხმდებით, რომ არავინ არის დაინტერესებული ახალ სამხედრო კონფლიქტში”.

მსგავსი/Related

Back to top button