ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, ოფისში მოსასმენი აპარატურა დაუყენეს

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან პარტიის თბილისის ოფისში ორი მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა ამის თაობაზე.

საქართველოს გზის ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც იქ ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის გასაშუქებლად მივიდნენ 29 ივნისს, სთხოვეს ოფისში შესულიყვნენ, სადაც მათ უჩვენეს კედლის ორ როზეტში დამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები.

ამ განცხადების შემდეგ კონსერვატორულმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ მან ასევე იპოვა მოსასმენი აპარატურა თავის თბილისის ოფისში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button