
ახალი ამბები
პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს
პოლიციამ კიდევ ორი აქტივისტი დააკავა ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობიდან 12 ივნისს პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს დეპუტატებისა და პარლამენტის დაცვის ”სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის” გამო, განაცხადა შსს-მ კვირას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ თორნიკე ჩხარტიშვილს 25 დღით, ხოლო კახა ტერაშვილს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოპოზიციის ხუთი აქტივისტი დააკავეს ანალოგიური მოტივით პარასკევს; სამ მათგან 25-დღიანი, ერთს კი 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო მეხუთე 400 ლარის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)