skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის სხდომა მოიწვიეს

პარლამენტი პირველ რიგგარეშე სხდომას გამართავს 12 ივნისს მას შემდეგ, რაც უკვე ორი თვეზე მეტია პლენარული სხდომები შეწყვეტილია საპროტესტო აქციების მოტივით.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დაგროვდა რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომლებიც დაუყოვნებლივ განხილვას საჭიროებს.

პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია საპროტესტო აქციების მთავარი ადგილია 9 აპრილის შემდეგ. სწორედ ამ დროიდან დაიკეტა პარლამენტის შენობა ისე, რომ მასში არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ ჟურნალისტებიც და მოქალაქეების არ დაიშვებოდნენ. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ეს გადაწყვეტილება ახსნეს სურვილით თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაძლო დაპირისპირება და ექსცესები მომიტინგეებსა და მათ შორის, მსგავსი იმისა, რასაც 11 ივნისს საღამოს ჰქონდა ადგილი პროტესტი მონაწილეებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს შორის.

ცესკოს თავმჯდომარის მანქანას გუშინ საღამოს ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა კვერცხები დაუშინეს მაშინ, როცა ის რუსთაველის თეატრს უახლოვდებოდა, სადაც ბრიტანეთის საელჩო მიღებას მართავდა. თეატრის შენობაში შესვლამდე, თარხნიშვილს უსტვენდნენ, საპროტესტო შეძახილებითა და შეურცხყოფით ამკობდნენ; ერთ მომენტში ორი შუა ხნის მამაკაცი მიუახლოვდა მას და რამდენჯერმე ხელი კრა; ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები ყვიროდნენ: ”ხელი არ ახლოთ [თარხნიშვილს]”. ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შესაძლოა უჩივლოს მათ, ვინც მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button