ახალი ამბები

ოპოზიციამ თავისუფლების მოედნიდან საკნები აიღო

კვირას საღამოს თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აღდგა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ იქიდან იმპროვიზირებული საკნები აიღო.

ოპოზიციამ ”საკნების ქალაქის” კამპანიის ფარგლებში საკნები თავისუფლების მოედანზე 21 აპრილს განათავსა, რის შედეგადაც მოედანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გადაიკეტა. საკნებში ძირითადად ეროვნული ფორუმის აქტივისტები იყვნენ განთავსებულნი, თუმცა რამოდენიმე დღის წინ პარტიამ თავისი აქტივისტები გამოიყვანა საკნებიდან, რადგანაც საკუთარი სამოქმედო გეგმით გადაწყვიტა მოქმედება რეგიონებზე ფოკუსირებით.

საკნები ასევე განთავსებულია რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან, პრეზიდენტიხს ავლაბრის რეზიდენციის წინ და ასევე მთავრობის კანცელარიის მიდამოებში.       

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button