ახალი ამბები

ოპოზიცია თავისუფლების მოედნიდან საკნებს აიღებს

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს 2 ივნისს იმპროვიზირებული საკნების თავისუფლების მოედნიდან გატანას.

ოპოზიციამ საკნების ქალაქი თავისუფლების მოედნისკენ 21 აპრილს გააფართოვა, რითაც მოედანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნა ბლოკირებული. აქამდე საკნებში ეროვნული ფორუმის აქტივისტები იმყოფებოდნენ. თუმცა, რამოდენიმე დღის წინ პარტიამ გამოიყვანა თავისი აქტივისტები საკნებიდან მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმით განაგრძოს კამპანია რეგიონებში.

კობა დავითაშვილმა, რომელმაც ეროვნული ფორუმი გააკრიტიკა თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია”, რომ ოპოზიცია აიღებს საკნებს თავისუფლების მოედნიდან და გადაიტანს პარლამენტთან, სადაც 2 ივნისს სხდომის გამართვა იგეგმება.  პარლამენტის პლენარული სხდომები 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ სამი სასესიო კვირის განმავლობაში არ ჩატარებულა.

საკნები განთავსებულია რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან და მთავრობის კანცელარიის წინ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button