ახალი ამბები

თურქული ”ბენეტონი” სოხუმში მაღაზიას აღარ გახსნის

იტალიური ბრენდის თურქულმა დისტრიბუტორმა კომპანია ”ბენეტონმა” შეცვალა გეგმები სოხუმში მაღაზიის გახსნის თაობაზე, იტყობინება თურქული გამოცემა Hurriyet-ი.

სოხუმში ”ბენეტონის” მაღაზიის გახსნის გეგმებმა თბილისის პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ეს ქმედება მიჩნეულ იქნა როგორც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე 25 მაისს თურქეთის ელჩი დაიბარა.

”როდესაც ბენეტონმა გადაწყვიტა მაღაზიის გახსნა, აფხაზეთის მოთხოვნის შესაბამისად, იგი მოქმედებდა სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს სუფთა კომერციული გადაწყვეტილება არ ისახავდა მიზნად რომელიმე მხარის განაწყენებას,” – იტყობინება Hurriyet-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

კომპანიამ განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეეცვალა სოხუმში მაღაზიის გახსნის გეგმები ”მიუხედავად იმისა, რომ არ მიუღია გაფრთხილება რომელიმე ოფიციალური ინსტიტუტის მხრიდან”. თურქულმა ”ბენეტონმა” ასევე განაცხადა, რომ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში მისი რვა მაღაზიის სავაჭრო ბრუნვა 2 მილიონ ევროს შეადგენს.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button