ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი უარყოფს ”რუსეთის შანტაჟზე” დამორჩილებას

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ”კატეგორიულად უარყო” გაეროში საქართველოს ელჩის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ”რუსულ შანტაჟს” დაემორჩილა და შეცვალა აფხაზეთის შესახებ მისი ბოლო მოხსენების ტექსტი.

”თავად განცხადება ძალიან სამწუხაროა,” – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის 28 მაისის განცხადებაში.

საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ 27 მაისს ნიუ-იორკში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი გაეროს დამკვირვებელთა მისიის შესახებ რეზოლუციის დაბლოკვით დაიმუქრა, თუ მოხსენების ტექსტი არ შეიცვლებოდა.

”ამ მოხსენების მომზადებისას გენერალურმა მდივანმა მთავარი ყურადღება იმას დაუთმო, რომ ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩართულიყო არსებული საკითხების მოგვარებაში, და კონკრეტულად, იმ მექანიზმის შემუშავებაში, რომელიც ამ პრობლემურ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიას შექმნიდა,” – განაცხადა პან გი მუნმა.

”ამგვარი სათაურის მიღება მიზნად ისახავდა უშიშროების საბჭოს წევრებს შორის დებატების არასაჭირო პოლიტიზირების თავიდან აცილებას და საბჭოს ყველა წევრისთვის მისაღები ხედვის გადმოცემას,” – ნათქვამია განცხადებაში. 

”გენერალური მდივანი უარყობს ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ რაიმე მუქარას ჰქონდა ადგილი მის მიმართ ამასთან დაკავშირებით,” – დასძინა მან.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button