ახალი ამბები

სტუდია ”მაესტრო” აფეთქებაზე პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს

სტუდია ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმის გამო, რომ მან ტელეკომპანიის შესასვლელთან ხელყუმბარის აფეთქების ფაქტს არ მისცა ”ტერორისტული აქტის” კვალიფიკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ეხება ”სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით”.

”ეს არის მასხრად აგდება; ჩვენ იმას, რაც მოხდა, ვაძლევთ ტერაქტის კვალიფიკაციას; როდესაც აფეთქებენ შენობას, ეს არის ტერაქტი და არა შენობის განზრახ დაზიანება,” – განაცხადა ღლონტმა.     

”მიეცით სწორი კვალიფიკაცია ამ დანაშაულს,” – მოუწოდა მან შინაგან საქმეთა სამინისტროს და დასძინა: ”მანამდე, სანამ სწორი კვალიფიკაცია არ მიეცემა ამ დანაშაულს, ჩვენ ნებაყოფლობით არ ვითანამშრომლებთ შსს-თან”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button