ახალი ამბები

სემნები: მოლაპარაკებები ”კონკრეტულ საკითხებზე” უნდა გაგრძელდეს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებმა განაცხადა, რომ შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შორის ”კარგი დასაწყისი” იყო და ის უნდა გაგრძელდეს ”კონკრეტულ საკითხზე” მოლაპარაკებებით.

”რაც ახლა უნდა გაკეთდეს არის ის, რომ დავრწმუნდეთ, რომ დიალოგი გრძელდება უფრო დეტალურად დღის წესრიგში არსებულ კონკრეტულ საკითხებზე – საკონსტიტუციო საკითხებზე; საარჩევნო საკითხებზე და მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს 18 მაისს თბილისიდან გამგზავრებამდე.

”ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ საქართველოში საჭიროა საკონსტიტუციო საკითხები. კონსტიტუცია უნდა ასახავდეს საზოგადოების ერთიან შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ყოვლისმომცველი და გამჭირვალე პროცესი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე კონკრეტული შეხედულება, თუ როგორი უნდა იყოს ეს პროცესი. მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს დავრწმუნდეთ იმაში, რომ ის არის გამჭირვალე, ის არის ყოვლისმომცველი და საბოლოოდ, რა შედეგიც მოყვება ამ პროცესს, ასახავს ერთიან შეხედულებას,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button