
ნაციონალური მაუწყებლები ტელევიზიის პიკეტირების გაშუქებაზე უარს ამბობენ
ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და იმედმა განაცხადეს, რომ ისინი სოლიდარობის გამო აღარ გააშუქებენ ოპოზიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირებას.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნა განაცხადებაში, რომ პიკეტირება თანამშრომელთა ”შეურაცხყოფის” ტოლფასია.
”ვთვლით, რომ ის, რაც დღეს მაუწყებლის წინ ხდება, პირველი არხის თანამშრომლებისა და ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეურაცხყოფაა. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლა არ ჯდება კანონისა და დემოკრატიული პრინციპების ჩარჩოებში,” – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. ”ჩვენი პროტესტი არ გავრცელდება ქვეყანაში მიმდინარე ყველა სხვა პოლიტიკურ მოვლენაზე და მათი გაშუქება მოხდება ჩვეულებრივ რეჟიმში, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობაზე დაყრდნობით.”
ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს ტელეკომპანიებმა ”იმედი” და ”რუსთავი 2”.
”ჩვენი კოლეგების სოლიდარობის გარდა, ამით თავიდან ავიცილებთ იმ პროვოკაციებს, რომლებიც შესაძლოა მაუწყებლის წინ მოხდეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
”მიგვაჩნია, ჟურნალისტებზე განხორციელებული ყველანაირი ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ ჟურნალისტებს და ხელი არ შეუშალონ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისს რამოდენიმე ასეულმა მომიტინგემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება განაახლა და ტელეკომპანიის შესასვლელთან ე.წ. ”სირცხვილის დერეფანი” მოაწყო. პიკეტირება დილის 9-დან 1 საათამდე გრძელდება. ანალოგიური პიკეტირება დღესაც იმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)