ახალი ამბები

პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა შსს-ის შენობაში შედგება

პრეზიდენტი სააკშვილი და ოპოზიციის ოთხი ლიდერი ხვალ ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად აშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში შედგება.

“მან [სააკაშვილმა] შემოგვთავაზა იქ შეხვედრა და ეს სიმბოლურია – ეს ადასტურებს იმას, თუ რეალურად ვინ მართავს ამ ქვეყანას; ეს ადასტურებს, რომ ამ ქვეყანას სააკაშვილი კი არა, არამედ ივანე მერაბიშვილი მართავს,” – განუცხადა ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა იმავე აქციაზე განაცხადა: ”ჩვენ მას ვუთხარით – ჩვენ მაზად ვართ შეგხვდეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას; თუ მას სურს შსს–ის შენობა, ჩვენ წავალთ იქ.“

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განუცხადეს აქციის მონაწილეებს, რომ სააკაშვილის შეხვედრაზე თანხმობა ”სერიოზული წარმატებაა.“

”ის იგნორირების პოლიტიკას მისდევდა მთელი 30 დღის განმავლობაში, რაც აქციები დაიწყო, ეგონა რა რომ ხალხი დაიღლებოდა [აქციებით]; მაგრამ როგორც იქნა მან დაინახა რეალურად, რაც ხდება და მიხვდა რომ იგნორირებას ვეღარ გააგძელებდა და ეს ჩვენი წარმატებაა,“ – განაცხადა აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი იმ ოთხკაციან ჯგუფშია, რომელიც ხვალ სააკაშვილს შეხვდება. ამავე ჯგუფში შედიან: ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე და კახა შარტავა.

”შეხვედრა არის წინაპირობების გარეშე და ეს ორივე მხრიდან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. მე მაქვს იმედი, რომ ეს შეხვედრა კრიზისიდან რეალურად გამოსვლის დასაწყისი იქნება,“ – განაცხადა 10 მაისს ირაკლი ალასანიამ.

”პროცესები გადამწყვეტ ფაზაში შედის,” – განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ აქციაზე. ”ჩვენ ყველაფერი უნდა ვცადოთ, რაც ჩვენ საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს… ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელოთ, რაც არის სააკაშვილის გადადგომა”.

”ის ფაქტი, რომ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება, ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ვანოს სახელმწიფოში, ქვეყანაში, სააც პრეზიდენტს ეშინია ოპოზიციასთან შეხვედრა თავის რეზიდენციაში,” – განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button