skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმება ევროკავშირთან შეთანხმებას სამხრეთის დერეფანზე

ევროკავშირმა 8 მაისს ხელი მოაწერა შეთანხმებას აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, ეგვიპტესთან და თურქეთთან, რაც სამხრეთის ენერგოდერეფნის გეგმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრაღაში გამართული სამხრეთ დერეფნის სამიტის ერთობლივ დეკლარციაში ნათქვამია, რომ მონაწილეები მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ”ნაბუკოს” გაზსადენს, რომელიც კავკასიიდან ევროკავშირის ქვეყნებამდე მივა  საქართველოსა და თურქეთის გავლით.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ მონაწილე ქვეყნები ”თანხმდებიან საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერა და, სადაც შესაძლებელია ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ სამხრეთის დერეფნის აშენებას, მათ შორის ტრანს-კასპიური ენერგოტრანსპორტირების პროექტებს ენერგო წყაროების, ბაზრების და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის მიზნით”.   

”რეალურად საქართველო გახდა მთავარი სატრანზიტო პუნქტი ევროპაში მიმავალი გაზისთვის,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრაღაში. ”ძალიან დიდი დავა იყო, ძალიან ბევრი კამათი იყო, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ რასაც დღეს მოეწერა ხელი პრაღაში, ეს მართლაც არის არა მხოლოდ იმის გარანტია, რომ ჩვენ არასდროს აღარ გვექნება გაზით, დენით მომარაგების პრობლემები, არამედ ის რომ ჩვენი პოლიტიკური მნიშვნელობა გაზის და დენის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის გამო არაერთგზის გაიზრდება”.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button