
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ ყურაშვილი დაინიშნა
ბრიგადის გენერალი, მამუკა ყურაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 8 მაისს.
ეს თანამდებობა ვაკანტური მარტში გახდა, როდესაც დევი ჭანკოტაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად გადაიყვანეს.
ყურაშვილი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2007-2008 წლებში კი ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი იყო.
ყურაშვილს ეკუთვნის 7 აგვისტოს გაკეთებული ცნობილი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება იწყებდა ოპერაციას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. მოგვიანებით, ოქტომბერში ყურაშვილმა მის ამ გამონათქვამს ”იმპულსური” უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)