
ახალი ამბები
შსს: 13 სამოქალაქო პირია დაკავებული მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინიტრომ 5 მაისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ დაკავებულია 13 სამოქალქო პირი ”მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით”.
განცხადებაში არ არის ნათქვამია დაკავაბულთა ვინაობის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო პირებთან ერთად, ქართული მედიის ცნობით, ათობით სამხედროა დაკავებული. ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით 50 ოფიცერია დაპატიმრებული.
შსს ასევე იტყობინება, რომ დაკავებულია სამხედრო პოლიციის 7 თანამშრომელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)