დროა ოპოზიცია კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეს – ბურჯანაძე
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მთავარი მოთხოვნის – პრეზიდენტის გადადგომის – მისაღწევად ”უფრო სერიოზულ და ქმედით” ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს.
”ეს არ ნიშნავს არაკონსტიტუციურ მეთოდებს, მაგრამ ნიშნავს ბევრად უფრო ქმედით, ბევრად უფრო აქტიურ ნაბიჯებს,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”კიდევ უფრო მეტი გააქტიურებაა საჭირო იმისათვის, რომ პრეზიდენტმა, რომელიც დაყრუვდა და ელემენტარულად არაადეკვატურად აფასებს ვითარებას, კარგად გაიგონოს საკუთარი ხალხის ხმა”.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს ოპოზიციონერი ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუმცა კონკრეტულ სამოქმედო გეგმის გახმოვანებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)