ახალი ამბები

შენობის ჩამონგრევას ”რუსთავი 2”-ის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ორი თანამშრომელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც შენობა, სადაც ”ვარსკვლავების აკადემიის” სტუდია იყო განთავსებული 26 აპრილს გამთენიისას ჩამოინგრა.

ხუთსართულიანი შენობა, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საკუთრებაა, გაურკვეველი მიზეზებით დილის 5 საათზე ჩამოინგრა.

ჩამონგრევის დროს შენობაში სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის პროექტის მონაწილეებიც. ყველა მათგანი გადარჩა, რადგანაც ის საძინებლები, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, შენობის სხვა ნაწილში იყო განთავსებული. პროექტის პროდიუსერი და კიდევ ერთი თანამშრომელი, რომლებიც მაშველებმა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კვირას საღამოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს მემონტაჟეების გიორგი გაბუნიას და ნიკა გელაშვილის ცხედრები. 

”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზების დასადგენად. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის შიგნით მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა რაიმე ძირფესვიან მშენებლობას ადგილი არ ჰქონია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button