ახალი ამბები

სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა

პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა და კვირას საღამოს მოინახულა ტელეკომპანიის ჩამონგრეული შენობა, სადაც ”რუსთავი 2”-ის ორი თანამშრომელი ტრაგიკულად დაიღუპა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო-კადრები ქართულმა ტელეკომპანიებმა გაუშვეს.

თურქული მედია წყაროები 25 აპრილს იტყობინებოდნენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შაბათს ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში დასვენების დღეების გასატარებლად. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საქართველოში გავრცელდა, რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათ შორის ნინო ბურჯანაძემ, ბრალი დასდო სააკაშვილს ”არაადეკვატურ” მოქმედებებში, რადგან ის დასასვენებლად წავიდა მაშინ, როცა ხალხი პროტესტს გამოთქვამს.

26 აპრილს, ოფიციალურმა პირებმა უარყვეს თურქული მედიის ცნობები და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფიაში და საქართველოში კვირას დაბრუნდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button