skip to content
ახალი ამბები

52 წლის ასაკში ლევან მიქელაძე გარდაიცვალა

52 წლის ასაკში, სავარაუდოდ, გულის შეტევით ყოფილი დიპლომატი და ალიანსი საქართველოსთვის წევრი ლევან მიქელაძე გარდაიცვალა, იტყობინება ქართული მედია.

მიქელაძე 2002-2006 წლებში საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში; შემდეგ, 2007 წლამდე კი საქართველოს ელჩი შვეიცარიაში. მან 7 ნოემბერს პოლიციის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. 2008 წლის თებერვალში იგი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა. მოგვიანებით ამ გუნდმა ახალ მემარჯვენეებთან და რესპუბლიკელებთან ერთად ალიანსი ჩამოაყალიბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button