skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყებას საქართველოს ირგვლივ რუსული სამხედრო მანევრები აშფოთებს

რუსეთის ფედერაცია საქართველოს გარშემო პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს პოლიტიკური თუ დიპლომატიური შესაძლებლობები ”შემდგომი დაძაბულობის და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით”.

11 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ორი ათეული რუსული საბრძოლო მცურავი საშუალება იმყოფება  საქართველოს უშუალო სიახლოვეს შავი ზღვის აკვატორიაში,  გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო და სადესანტო საფრენი აპარატების გაფრენა საქართველოს გარშემო განლაგებული სამხედრო აეროდრომებიდან და რუსულმა მხარემ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი სამხედრო პოტენციალი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

”რუსული მხარის ამგვარი ქმედებები ემსახურება მხოლოდ საქართველოს გარშემო არსებული მდგომარეობის უკიდურეს დაძაბვას და დესტაბილიზაციის პროვოცირებას,”- ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button