ახალი ამბები

მომიტინგეებმა მთელი ღამე პარლამენტის წინ გაატარეს

რამოდენიმე ასეულმა მომიტინგემ მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარა, რათა პარასკევს საპროტესტო აქცია კვლავ განაახლონ.

ოპოზიციის განცხადებით, სამოქმედო გეგმის შესახებ მას შემდეგ გააკეთებს განცხადებას, რაც ამოიწურება პრეზიდენტ სააკაშვილსთვის გადადგომაზე მიცემული ულტიმატუმის ვადა, რომელიც 10 აპრილს 16:00 საათზე იწურება. ოპოზიციამ მოუწოდა მხარდამჭერებს პარლამენტის წინ პარასკევს 15:00 საათზე შეიკრიბონ.

”არა მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას,” – განაცხადა ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ”ამიტომაც ჩვენ კონკრეტულ ქმედებას ვგეგმავთ, რომლის თაობაზეც პარასკევს გამოვაცხადებთ”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button