skip to content
ახალი ამბები

მომიტინგეები პარლამენტისკენ დაიძრნენ

ალიანსი საქართველოსთვის აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები კოსტავას გამზირიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. ფოტო: Civil.Ge

ათასობით მომიტინგე დაიძრა თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან ოპოზიციის ლიდერების ხელმძღვანელობით, რათა პარლამენტის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე შეერთდენ.

ტელეკომპანია ”კავკასია” მიტინგს პირდაპირ ეთერში აშუქებს. სტუდია ”მაესტრომ” ასევე განაცხადა, რომ ის დაახლოებით 15:00 საათიდან პირდაპირ ეთერში გააშუქებს აქციის მსვლელობას.

პარლამენტის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებში სპეცრაზმი შევიდა ხელისუფლების გეგმების ფარგლებში დაიცვას სამთავრობო შენობების უსაფრთხოება, რის შესახებაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 8 აპრილს განაცხადა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button