ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები და სააკაშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ

ოპოზიციის და ხელისუფლების რამოდენიმე ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად 9 აპრილის მემორიალთან ერთად გამოჩნდა.

ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით იდგა სანთლებით ხელში. პარლამენტის წინ ასევე ჩანდნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ასევე ეკა ბესელია პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის.

”როგორი აზრებიც არ უნდა გვქონდეს, როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვჭირდება ამ სამშობლოს ერთიანობა,  ჩვენ გვჭირდება ამ სამშობლოსათვის დღე და ღამე მოღვაწეობა,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს. ”ჩვენ გვჭირდება ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავისუფლების ბრძოლის ბოლომდე დაგვირგვინება ჩვენი საქართველოს საბოლოო განთავისუფლება, საქართველოს საბოლოო ჩამოყალიბდება თანამედროვე, დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ, ის, რისთვისაც ამ ხალხმა აქ რუსული ტანკების მუხლუხოების ქვეშ გაწირეს თავი; ის, რისთვისაც ჩვენმა მებრძოლებმა გაწირეს თავი შარშან აგვისტოში და რისთვისაც ქართველები ყოველთვის იბრძოდნენ – თავისუფლება და ერთიანი საქართველო”. 

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ”კარგად ორგანიზებულია” და მზად არის საპროტესტო აქციების დასაწყებად. ძირითადი აქცია 9 აპრილს 14:00-ზე იწყება პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ, რაც ქალაქის ოთხი მიმართულებიდან თავს მოიყრის აქციის მონაწილეთა კოლონები.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა 9 აპრილს, რომ ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციაის დიალოგის დაწყება დემოკრატიული რეფორმების ყოვლისმომცველ პაკეტზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე. აქციაში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათ არ სჯერათ, რომ ხელისუფლება გულწრფელია თავიანთ შემოთავაზებაში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button