skip to content
ახალი ამბები

გილაური: პოლიტიკური დაპირისპირება ეკონომიკას ვნებს

მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, წლის პირველი კვარტალი ”წარმატებული” იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება და საპროტესტო აქციები დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას.

”ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება თუ არეულობა ერთნაირ შედეგს გამოიღებს – ეს იქნება ეკონომიკის შესუსტება, ეს იქნება ინვესტიციების დაკარგვა, ეს იქნება სამუშაო ადგილების დაკარგვა," -განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 8 აპრილს ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა განაცხადა, რომ შესაძლოა მას საქართველოსთვის არსებული რეიტინგის დაწევა მოუხდეს, იტყობინება Wall Street Journal-ი. Fitch Ratings-ის განცხადებით, მზარდმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქვეყნის შიგნით გაურთულა ხელისუფლებას ნდობის განმტკიცება და ეკონომიკის დაბალანსება, განსაკუთრებით რუსეთთან ომის შემდეგ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button