ახალი ამბები

უცხოელი დიპლომატები დიალოგისკენ მოუწოდებენ

დაგეგმილ საპროტესტო აქციებამდე ერთი დღით ადრე ელჩების სამუშაო ჯგუფმა მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას ”ღია დიალოგში ჩაერთონ, რათა მოძებნონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გრძელვადიანი, კონსტრუქციული მოგვარება”.

ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც დემოკრატიული პრინციპების და პროცედურების ხელშეწყობაა, რეგულარულად იკრიბება. ჯგუფში შედიან ელჩები ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის საბჭოს წარმომადგენელი, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი და გაეროს რეგიონალური კოორდინატორი.

”ელჩები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის შესაბამის უსაფრთხოების სტრუქტურებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ დემოკრატიულ პრინციპებს 2009 წლის 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს, კანონის ფარგლებში გამოხატონ თავიანთი პოზიცია და თავი აარიდონ ძალადობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button