skip to content
ახალი ამბები

სსფ ქართულ ეკონომიკაში რისკების შესახებ აფრთხილებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა, რომ ის ”მნიშვნელოვან რისკებს” ხედავს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაში და ურჩია ხელისუფლებას მზად იყოს მოქნილი ეკონომიკურ პოლიტიკის გასატარებლად.  

სსფ-ს აღმასრულებელმა საბჭომ 27 მარტს განაცხადა საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის მიმოხილვისას, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის და გლობალური კრიზისის ორმაგი ზემოქმედების შედეგად ეკონომიკურმა ზრდამ მნიშვნელოვანი დაცემა განიცადა 2007 წლის 12.4%-დან 2008 წლის 2%-მდე.

”მიმდინარე და წმინდა აქტივებზე მიყენებული დარტყმა სავარაუდოდ უფრო დიდი და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მოსალოდნელი, რაც ზრდის გარე რეგულირების გამოწვევას და ამცირებს ზრდის ახლოვადიან პერსპექტივებს,” – განაცხადა სსფ-მ.

სავალუტო ფონდმა ასევე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შეაჩეროს ეკონომიკური უკუსვლა დონორების მიერ დაფინანსებული ფისკალური სტიმულირების საშუალებით და ხარჯების რეორიენტაციით თავდაცვის საშუალებების იმპორტიდან ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, რაც თავის მხრივ გაზრდის პროდუქტიულობას და მიზანმიმართულ სოციალურ დახმარებას. იგი ასევე მიესალმა ხელისუფლების მიერ ვალუტის გაცვლითი კურსის მეტი მოქნილობის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს.

24 მარტს სსფ-მ დაასრულა საქართველოს 18-თვიანი ეკონომიკური პროგრამის მეორე მიმოხილვა და საქართველოს 186.6 მილიონი აშშ დოლარის ტრანში გამოუყო. მთლიანობაში პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის 705 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button