ახალი ამბები

ნატოსთან ყოველწლიური პროგრამის შემუშავებაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

საქართველო ამჟამად ინტენსიურად მუშაობს ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის პროექტზე, რომელიც სავარაუდოდ მარტის ბოლომდე დასრულდება, განუცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს.

”იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოსთვის ის საბოლოოდ შემუშავდება, შემდეგ გადავცემთ ნატოს და შეთანხმდება,” – განაცხადა მან.

2008 წლის დეკემბერში ნატო დათანხმდა ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მომზადებაზე, რომელიც, ალიანსის წარმომადგენელთა თქმით, იქნება საფუძველი ”პრაქტიკული თანამშრომლობისა” ალიანსსა და საქართველოს შორის.

მუჩაიძის თქმით, პროგრამა ასევე იქნა განხილული ნატო-ს უმაღლესი გაერთიანებული ტრანსფორმაციისა და ამერიკის გაერთიანებული ძალების სარდლის, გენერალ ჯეიმს მატისის საქართველოში ვიზიტის დროს 9-10 მარტს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ გენერალ მატისის ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის საწვრთნელი ბაზის ნატოს ’პარტნიორობა მშვიდობისთვის’ მოსამზადებელ ცენტრად ტრანსფორმირების თაობაზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button