skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი გენერალი ნატოს ძალების ტრანსფორმაციის საკითხებში საქართველოს სტუმრობს

ნატო-ს უმაღლესი გაერთიანებული ტრანსფორმაციისა და ამერიკის გაერთიანებული ძალების სარდალი, გენერალი ჯეიმს მატისი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 9 მარტს თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძეს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მატისის შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიხარულიძესთან შეხვედრის დროს ამ უკანასკნელმა გენერალს “მინისტრის ხედვა 2009” წარუდგინა. ქართულმა მხარემ სტუმრებს თავდაცვის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს სტრატეგიულ სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button