skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ხუთი ახალი ელჩი ეყოლება

პრეზიდენტმა პარლამენტს ხუთი ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად პაატა გაფრინდაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ამ თანამდებობიდან ვიქტორ დოლიძის გადადგომის შემდეგ დესპანი გაფრინდაშვილი ელჩის მოვალეობას ასრულებს. იგი ასევე მუშაობდა ეროვნულ უშიშროების საბჭოში, 2004 წელს იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ესტონეთის რესპუბლიკაში ელჩად წარდგენილია რუსლან აბაშიძის კანდიდატურა, რომელიც ამ დრომდე რეინტეგრაციის საკთხებში სახელმწფო მინისტრის მოადგილედ მუშაობს. ესტონეთში ამჟამად საქმეთა დროებითი რწმუნებულია ზურაბ მარშანია.

უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კუბლაშვილის კანდიდატურა.

იოსებ ჩახვაშვილი თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი გახდება ალექსი პეტრიაშვილის ნაცვლად, რომელმაც ელჩობაზე უარი ვიქტორ დოლიძის მსგავსად, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას გუნდში გაწევრიანების გამო თქვა.

ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წარდგენილია ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button