Placeholder canvas
ახალი ამბები

”რუსთავი 2”: რუსეთი საქართველოს დესტაბილიზაციას გეგმავს

რუსეთი ”ახალ გეგმაზე” მუშაობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, საქართველოსთან  და უკრაინასთან მიმართებაში, რომლის მიზანიცაა ამ ქვეყნების ”სახელმწიფოებრიობის მოშლა”, განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა  საინფორმაციო გამოშვებაში 20 თებერვალს.

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოში დესტაბილიზაციის შესაძლო სცენარის თანახმად, მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირება, საპროტესტრო გამოსვლების მოწყობა და კონფლიქტების ზონებში შესაძლო სამხედრო პროვოკაციები გაზაფხულისთვის.

დეპუტატმა მმათველი პარტიიდან შოთა მალაშხიამ განუცხადა ტელეკომპანიას, რომ რუსეთის ”მიზანია გადაფაროს შიდა კრიზისი”.

ამ მოსაზრებისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 თებერვალს ბარსელონაში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთი ვერ იქნება აგრესიული თავისი მეზობლების მიმართ.

”რუსეთში ეკონომიკური კრიზისია,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მან [რუსეთმა] მხარი დაუჭირა ისეთ ეკონომიკას, რომლის მოდერნიზებაც არ იცის როგორ უნდა. ნავთობის ფასების შემცირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ როგორ იშლება მისი ეკონომიკა… იგი ვერ მისცემს თავს უფლებას აგრესიული იყოს”.

პრეზიდენტის ეს განცხადება ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო AFP-მა გაავრცელა, მაშინ როცა ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს ინფორმაცია სააკაშვილის ბარსელონაში ვიზიტის შესახებ, თუმცა მისი ეს განცხადება არ გაუშუქებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button