სახალხო დამცველი ”საიდუმლო თათბირის” გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 16 თებერვალს მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს პარლამენტის ბიუროზე განიხილოს 2007 წლის 4 ნოემბრის ”საიდუმლო თათბირთან” დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მისი თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის საკითხი.
ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ პარლამენტში 30 დეკემბერს გამოსვლისას, სუბარმა განაცხადა, რომ ”საიდუმლო თათბირი” შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით 4 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილე მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დარბევა.
ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვილნიუსს სტუმრობს ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)