skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს საღამოს 6 საათზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. წინა მოხსენებით პარლამენტში იგი სექტემბერში გამოვიდა.

წინა სამი ყოველწლიური მოხსენებებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დარჩება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მოუსმენს და უპასუხებს საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 2005 წელს.

ამგვარ ფორმატზე შეთანხმებას მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა 11 თებერვალს მიაღწიეს.

This post is also available in: English

Back to top button