skip to content
ახალი ამბები

ეუთოს დამკვირვებლები გაათავისუფლეს

ეუთოს ორი დამკვირვებლის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია მოგვარებულია, განაცხადა ეუთოს მისიამ საქართველოში.

”ჩვენ ეს საკითხი შესაბამის მხარეებთან განვიხილეთ და ამჟამად სიტუაცია მოგვარებულია,” – განუცხადა ეუთოს მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტა ფრიმენმა Civil.Ge-ს, ”ჩვენ განვაგრძობთ მომხდარის დეტალურად განხილვას”. 

მანამდე 10 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ორი ოფიცერი გაიტაცეს გორის რაიონის სოფელ აძვთან შეიარაღებულმა ოსმა ”ბოევიკებმა” და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

თუმცა, სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეუთოს ორი ოფიცერი ოსმა სამართალდამცავებმა მაშინ გააჩერეს, როცა მათ ადმინისტრცაიული ”საზღვარი” გადაკვეთეს და დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button