Placeholder canvas
ახალი ამბები

ბაიდენი: აშშ არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ”არ დაეთანხმება რუსეთს ყველაფერში”.

”მაგალითად, შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ არ ვცნობს გავლენის სფეროებს. ჩვენ დავრჩებით შეხედულებაზე, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და აირჩიონ მოკავშირეები,”- განაცხადა ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ და რუსეთი ”შეიძლება არ დაეთანხმონ და მაინც იმუშაონ ერთად იქ, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ, რომელიც თან ახლდა პრეზიდენტ სააკაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბაიდენის განცხადება ნათელი გზავნილი იყო რუსეთისთვის.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button