ახალი ამბები

სააკაშვილი გურგენიძეს ნაბუქოს პროექტის ”ლობირებას” ავალებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომ იგი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს ენერგეტიკული პროექტების კურირებას დაავალებს.  

”დღეს მქონდა ვრცელი საუბარი ლადო გურგენიძესთან, რომელიც ასევე თავისი ოჯახური მიზეზების გამო რამდენიმე თვით წასული იყო საქართველოდან და ახლა აქტიურ სამუშაოს უბრუნდება,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”მე მინდა ლადოს ვთხოვო საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებზე, კონკრეტულ პროექტებზე – ეს არის ნაბუქოს პროექტი – წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი”.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ამ საკითხზე, რომელსაც  საქართველოსთვის ”ფუნდამენტური, სტრატეგიული მნიშვნელობა” აქვს.

”ამასთან დაკავშირებით მე პირადად ვაპირებ, რომ გავაქტიურდე. როდესაც ეს პროექტი დაიძრება საუბარი იქნება ასობით მილიონი დოლარის დამატებით ახალ ინვესტიციებზე საქართველოს ინფრასტრუქტურაში და ენერგეტიკის სექტორში,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button