skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს მისიის მუშაობის გაგრძელებას საქართველოში

ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს ბერძნული თავმჯდომარეობის მცდელობას გამონახოს გზა, რათა ეუთოს მისიამ გააგრძელოს ”მნიშვნელოვანი მუშაობა” საქართველოში, განაცხადა 29 იანვარს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა.

ვენაში, ეუთოს მუდმივ საბჭოზე სუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აპირებს საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას, ”მაგრამ ეს საქმიანობა ვერ შეცვლის ეუთოს ფასეულ ყოფნას”.

”ჩვენ ორივე მისიას ვხედავთ, როგორც ერთმანეთის დამატებას და გამაძლიერებელს,”- აღნიშნა შვარცენბერგმა.

საქართველოში ეუთოს 16-წლიანი მისიის გაგრძელებას რუსეთმა დეკემბერში დაადო ვეტო მოითხოვა რა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მისიების შექმნა საქართველოსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში. ამჟამად მისია დახურვის რეჟიმში მუშაობს, თუმცა პარალელურად გრძელდება დიპლომატიური მცდელობები მისი შენარჩუნების მიზნით მხარეებისთვის მისაღები კომპრომისის გამოსაძებნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button