ახალი ამბები

ევროკომისია მზადაა ”ნაბუქოს” პროექტზე 250 მლნ ევრო გამოყოს

ევროკომისია გამოვიდა წინადადებით ”ნაბუქოს” გაზსადენის პროექტისთვის 250 მილიონი ევრო გამოყოს.

ეს წინადადება არის ნაწილი იმ 3,5 მილიარდი ევროს მოცულობის ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტისა, რომლის პრეზენტაციაც ევროკომისიამ 28 იანვარს მოახდინა.

ამ წინადადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მხრიდან დამტკიცება სჭირდება.

”ნაბუქოს” პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ევროპაში საქართველოს და თურქეთის გავლით და რუსეთის გვერდით ავლით, მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში გამართულ მაღალი დონის სამიტზე იქნა განხილული. საქართველოს დელეგაციას სამიტზე ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button