ახალი ამბები

სააკაშვილი მედიის თავისუფლების შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარყო კრიტიკა მედიის თავისუფლების ნაკლებობის თაობაზე, თუმცა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა მეტი ზომები განახორციელოს მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით.

23 იანვარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი პრეტენზიებს გამოთქვამს მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების ნაკლებობის გამო და ამავე დროს, მისი თქმით, ამის შესახებ პირდაპირი ეთერით საუბრობენ.

როდესაც სტუდიაში მყოფმა ჟურნალისტმა ბეჭდური მედიიდან უთხრა პრეზიდენტს, რომ ის არ ეთანხმება მას ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის მოტივად საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები მოუყვანა, სააკაშვილმა უპასუხა: ”თუ თქვენ მომიყვებით პირდაპირ ეთერში, რომ ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლების პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაც საერთაშორისო ორგანიზაციამ ზოგიერთი ჩვენი ქართველის მონაცემის საფუძველზე თქვა, რომ აქ არის პრესის თავისუფლების პრობლემა… თქვენ ახლა მარსიდან მელაპარაკებით, თუ "რუსთავი 2"-ის სტუდიიდან? ჩვენ ყველანი აქ ვცხოვრობთ და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რისთვის ხდება ამ ყველაფრის მანიპულირება – ხდება იმიტომ, რომ ვუთხრათ, რომ საქართველოს მთავრობას არ სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ შეგატყობინეთ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები. ბევრი თოქშოუებია და ეს კარგია და უკეთესი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი რომ იყოს”.

მისი თქმით, საქართველოს პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ”მეტი დემოკრატია და გახსნილობა”.  პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს უფლება ექნება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი გახდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button