ახალი ამბები

სააკაშვილი: პუტინი საქართველოს მტერია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 იანვარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე არ ყოლია პუტინისნაირი მტერი.

”საქართველოს პუტინზე დაუძინებელი მტერი შაჰ-აბასის შემდეგ არ ყოლია,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გარჩება, ტერიტორიული მთლიანობა აღგება და ჩვენმა მტერმა ეს ძალიან კარგად იცის. ჩვენ მტერმა ვერ მიაღწიეს თავის მიზანს გაენადგურებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ”მტერმა” ჯერ არ შეწყვიტა საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული მცდელობები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button