
ახალი ამბები
ქართველი პოლიციელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს – შსს
16 იანვარს, დილით 10 საათზე სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შედეგად მოკლული იქნა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, 27 წლის მამუკა კახნიაშვილი, უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამავე ცნობით, შემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვართან, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კნოლევი ცხინვალიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, სროლა განხორციელდა მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანიდან, აცხადებს შსს.
აგვისტოს ომის შემდეგ სულ 11 ქართველი პოლიციელი დაიღუპა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს მომხდარი ინციდენტების შედეგად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)