ახალი ამბები

ენგურის ხიდთან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს – შსს

14 იანვარს 2 საათზე აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ენგურის ხიდთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი და საპასუხო ცეცხლი არ მოჰყოლია. 

”ინტენსიური და მიზანმიმართული სროლა დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდამსხმელები ენგურის ხიდის შუა ნაწილამდე იყვნენ გამოსულები,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button