skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია საბოლოოდ დაასამარებს იმ მიზნებს, რომელთა განხორციელებაც რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ვერ შეძლო.     

”რუსეთის მიზანია გადააქციოს საქართველო არასტაბილურობის კერად, ნაცრისფერ ზონად, სადაც არც კანონი არსებობს, არც მთავრობა და არც საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული საზღვრები,” – განაცხადა ვაშაძემ 12 იანვარს თავის შვეიცარელ კოლეგასთან მიშელინ კალმი-რეისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ”ეს ქარტია კი კიდევ ერთი ლურსმანია იმ კუბოში, სადაც რუსეთის აგვისტოს მიზნები დაიმარხება.”   

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 9 იანვარს, ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი, რომელიც არასავალდებულო, დეკლარაციული ხასიათისაა, თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს ნატო-ში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button