ახალი ამბები

თბილისმა და მოსკოვმა ენგურჰესის თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი

რუსული კომპანია ”ინტერ რაო-ეეს”-მა განაცხადა, რომ მან საქართველოსთან ენგურჰესის ”ეფექტიანად ექსპლუატაციის” შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა.

რუსული კომპანიის ვებ-გვერდზე 31 დეკემბერს განთავსებული განცხადების მიხედვით მემორანდუმს ხელი ”ინტერ რაო-ეეს”-ის თავმჯდომარემ ევგენი დოდმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა თბილისში მოაწერეს ხელი.

ამ განცხადების მიხედვით, ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ენგურჰესის ”ეფექტიანად ექსპლუატაციის” მიზნით შეიმუშავონ ”არანაკლებ ათ წლიანი პროგრამა.”

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული კომპანიის წარმომადგენლებმა დოკუმენტის ხელმოწერამდე მოსამზადებელი მოლაპარაკებიბი ”საქართველოს და აფხაზეთის ენერგო სექტორების ხელმძღვანელ პირებთან აწარმოეს.”

”თბილისში ხელმოწერილი დოკუმენტი ამ პროცესის მონაწილეთა მხრიდან ფასდება, როგორც სერიოზული წარმატება, იმის გათვალისწინებით რომ ენგურჰესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანად კავკასიის რეგიონის და რუსეთის ფედერაციის სამხრეთი ნაწილის ენერგომომარაგების კუთხით,” – ნათქვამია განცხადებაში.  

ამ შეთხნემბის თაობაზე ჯერ-ჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო.

”ოფიციალური განცხადება ამის შესახებ უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერნციაზე გაკეთდება”, – განუცხადეს Civil. Ge-ს სამინისტროში.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის  60%-ს ქართული მხარე მოიხმარს, ხოლო დანარჩენი 40%-ი აფხაზეთში და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ნაწილდება.

ბოლო დღეებში პროტესტი გამოთქვეს ცალკეული საპარლამნეტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის ქართული დასის და ჩვენ თვითონ პარტიების ხელმძღვანელებმა ჯონდი ბაღათურია და პაატა დავითაია. ეს უკანასკნელი  მემორანდუმთან დაკავშირებით უშუალოდ ენერგეტიკის მინისტრისგან ითხოვს განმარტებებს .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button