ახალი ამბები

თბილისი ღაზას სექტორში სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის შეშფოთებას ღაზას სექტორში დაძაბულობის ესკალაციასთან და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან  დაკავშირებით, რაც ”მოჰყვა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ "ჰამასის" მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს”.

”სამინისტრო მიიჩნევს, რომ ძალადობის ესკალაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს და შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება მთელს რეგიონში,”- ნათქვამია საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 5 იანვარს გამოქვეყნდა.

იმავდროულად, დღეს ქართველ სტუდენტთა ჯგუფმა თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button