მერაბიშვილი: მედვედევის განცხადება საშობაო საჩუქარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ”საშობაო საჩუქარი” გაუკეთა საქართველოს იმის აღიარებით, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოსთან ომისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა სამ რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებისთვის ემზადებოდა, რადგანაც რუსეთი ეჭვობდა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მედვედევის მიერ 24 დეკემბერს გაკეთებული განცხადება ”აღიარებითი ჩვენების” ტოლფასია.
”რა თქმა უნდა, რუსეთი ემზადებოდა და განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ”, – განუცხა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს 25 დეკემბერს.
”ამ ინფორმაციის დამალვა ძნელია. მას შემდეგ, რაც უცხოელმა ჟურნალისტებმა, მათ შორის ჩვენი დახმარებით, მოახდინეს რამოდენიმე ”ექსპერტის” და უცხოელი დამკვირვებლის არასწორი ინფორმაციის დაფიქსირება, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთი ემზადებოდა [საომარი მოქმედებისთვის], რუსეთი იძულებული გახდა ეღიარებინა ეს ფაქტი და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისი, რომ საქართველო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის, წინასწარ დაგეგმილი აგრესიის მსხვერპლი გახდა,” – განაცხადა მერაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)