ახალი ამბები

აშშ ადასტურებს საქართველოსთან ორმხრივ ქარტიაზე მოლაპარაკებებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან ”ახალი ორმხრივი ქარტიის” ტექსტის თაობაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ქარტია ანალოგიური იქნება იმ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა, რომელსაც აშშ-მ და უკრაინამ 19 დეკემბერს მოაწერეს ხელი.

მისი თქმით, ქარტია ასახავს ”ჩვენს ფართო თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული და საბაზარო ეკონომიკის რეფორმების განხორციელებაში, რაც გააძლიერებს საქართველოს, ხელს შეუწყობს ჩვენს პარტნიორობას და გააღრმავებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button