ახალი ამბები

ვაშაძე: საქართველო-აშშ-ს ხელშეკრულებას დეკემბერში მოეწერება ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 21 დეკემბერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, ”ახალ წლამდე” მოეწერება ხელი.

”ტექსტი წარედგინა ქართულ მხარეს; ახლა, ქართული მხარე გარკვეულ ცვლილებებს შესთავაზებს ორშაბათს და სამშაბათისთვის, ვფიქრობ, ტექსტი უკვე საბოლოოდ შეთანხმდება და მას ალბათ ახალ წლამდე მოეწერება ხელი,” – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ჩარჩო ხელშეკრულება ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ, კულტურის და დემოკრატიზაციის საკითხებს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ქართული მედია არასწორად ამახვილებენ ყურადღებას მომავალი ხელშეკრულების უსაფრთხოების ასპექტებზე. ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, განაცხადა, რომ რამდენადაც მან იცის, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიცაზიის საკითხებს ეხება.

ხელშეკრულება, სავარაუდოდ, ანალოგიური იქნება იმისა, რომელსაც აშშ-მ და უკრაინამ 19 დეკემბერს მოაწერეს ხელი – სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ქარტია, რომელიც ხუთ პუნქტს მოიცავს, ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში; ასევე დემოკრატიის გაძლიერებას და დანამშრომლობას კულტურის სფეროში.

აშშ-უკრაინის ქარტიაში ნათქვამია, რომ ის ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც ორივე მხარე იზიარებს და ”ერთმანეთის სუვერეიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button