skip to content
ახალი ამბები

ტალიავინის კომისიასთან თანამშრომლობა ჩვენს ინტერესებშია – ვაშაძე

აგვისტოს მოვლენების საერთაშორისო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებშია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს, კომისიის ხელმძღვანელის ჰეიდი ტალიავინის თბილისში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

”პრეზიდენტს [მიხეილ სააკაშვილს] ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ გავხდით რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ამიტომ ამ კომისიასთან თანამშრომლობა არის ჩვენ ინტერესებში,”- განაცხადა ვაშაძემ.

თბილისში ვიზიტამდე ტალიავინი 9 დეკემბერს მოსკოვს სტუმრობდა.

იგი ომის საგამოძიებო მისიას, რომლის შექმნასაც ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი, დეკემბრიდან ჩაუდგა სათავეში. მისია, რომლის ბიუჯეტი 1.6 მლნ ევროს შეადგენს, 2009 წლის ივლისის ბოლოს წარუდგენს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს გამოძიების შედეგებს. თუმცა საჭიროების მიხედვით, საბოლოო დასკვნის წარდგენის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button