ახალი ამბები

სენატორი კერი: მთავრობა რეფორმების გატარებაში დაინტერესებულია

დემოკრატი სენატორის ჯონ კერის განცხადებით იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება გაარგრძელოს დემოკრატიული რეფორმები.

კერიმ, რომელიც იანვარში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება, 13 დეკემბერს თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ ”მრავალ პროგრესს მიაღწია და ქართველი ხალხი ამაყი უნდა იყოს ამის გამო.“

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ძალიან არის დაინტერესებული, რომ განაგრძოს ეს პროგრესი და გაატაროს შემდგომი რეფორმები და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად,“ – განაცხადა თბილისიდან გამგზავრებამდე ამერიკელმა სენატორმა,

მან ასევე აღნიშნა, რომ ”რეფორმების გაგრძელება აუცილებელია“ და იქვე დასძინა რომ მასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისიც ასევე ფიქრობს.

”აშკარაა, რომ პროგრესია საჭირო ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და არჩევნების პროცესი, მაგრამ ხალხი უკვე მუშაობს ამაზე; აქვე, ნება მომეცით, ავღნიშნო რომ გაუმჯობესებას შეერთებული შტატების არჩევნებიც კი საჭიროებს,“ – განაცხადა კერიმ.

”მე ასევე ვფიქრობ, რომ მედია საჭიროებს განაგრძოს გახდეს ისეთი ღია და თავისუფალი, როგორიც ის ახლა ხდება; მე ვფიქრობ, რომ პროგრესი იქნა მიღწეული ამ კუთხით, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა დამეთანხმება თუ ვიტყვით, რომ უფრო მეტი პროგრესია შესაძლებელი და ამ მიმართულებით მივდივართ კიდეც უკვე,“ – განაცხადა კერიმ.

”ასე რომ, მე მიმაჩნია, ბევრი რამ კეთდება ცვლილებების კუთხით; კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალეობა გადაწყვეტილებების მიღებისას და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ეს არის არჩევნების არსი და სხვათა შორის, თქვენ ახლახან უკვე გქონდათ არჩევნები,“ – დასძინა ამერიკელმა სენატორმა.

სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდებოდა, კერი, ერთობლივ შეხვედრაზე, ოთხ პოლიტიკოსს გაესუბრა: ნინო ბურჯანაძეს, დავით უსუფაშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს და გიორგი თარგამაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button